სიახლე
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
მედიაცენტრი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის ქვა-ღორღისა და ნატანისგან უკვე გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი, ასევე დასრულდა დაზიანებული ხიდის ნარჩენის დემონტაჟი. გაწმენდით სამუშაოებში კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტია ჩართული. მათ თელავში სპეციალური ცოცხალი ძალა გამოგზავნეს, რომელიც იმ შენობებსა და ეზოებს ასუფთავებს, სადაც მძიმე ტექნიკის შესვლა შეუძლებელია. რაც შეეხება კომუნალურ ინფრასტრუქტურას, სტიქიის ზონაში ბუნებრივი აირის მიწოდება მეტწილად უკვე აღდგა, თუმცა მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. The post თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.