,,სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა
მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგების მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა. უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. მუნიციპალური ინსპექციის ღონისძიების მიზანია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობის და ანტისანიტარიის აღკვეთა. „თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურად ახდენს დედაქალაქში გარევაჭრობის კონტროლს, თუმცა, ბოლო პერიოდში, სადგურის… The post ,,სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი…
პირველწყარო →