სიახლე

სამაშველო ოპერაცია ქარელში: მეხანძრე-მაშველებმა პაციენტი თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

GuriaNews

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-ში შეტყობინება შევიდა, რომ პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. რთული რელიეფის გამო, მისი ავტომობილით დროულად ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. მეხანძრე-მაშველებმა […] The post სამაშველო ოპერაცია ქარელში: მეხანძრე-მაშველებმა პაციენტი თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.
“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-ში შეტყობინება შევიდა, რომ პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. რთული რელიეფის გამო, მისი ავტომობილით დროულად ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო.
სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. 
მეხანძრე-მაშველებმა პაციენტი თბილისში უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა კი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს”,_ აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

The post სამაშველო ოპერაცია ქარელში: მეხანძრე-მაშველებმა პაციენტი თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი