გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – “აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები”. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. დეტალურად ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ევროკავშირის ენერგეტიკულ მოთხოვნებთან შესაბამისობასა და საქართველოს ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. “საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის განვითარება ეფუძნება მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მეზობელ ქვეყნებთან არსებულ სტრატეგიულ ენერგეტიკულ კავშირებსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან პოტენციალს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მინდა… The post გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობ…
პირველწყარო →