ქუთაისში ობიექტს, რომლის მშენებლობაზე მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა – ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს და წერს, რომ უწყებამ “მომხდარი ინციდენტის მოკვლევა დაიწყო”
ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, რა დროსაც კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. ნანგრევებში იქვე მყოფი მუშა მოყვა – მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციაში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს