სიახლე
,,ვლადიმერ, დროა შეჩერდე, დროა, ეს ომი დასრულდეს” – ტრამპი
მედიაცენტრი
,,ვლადიმერ, დროა შეჩერდე, დროა, ეს ომი დასრულდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ტრეი ინგსტთან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება. „არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მე ვეუბნები: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე. დროა ეს ომი დასრულდეს“. ვფიქრობ, ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. კითხვაზე, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა, ტრამპმა უპასუხა, რომ „მალე“. „ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება, მაგრამ ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – განაცხადა ტრამპმა. The post ,,ვლადიმერ, დროა შეჩერდე, დროა, ეს ომი დასრულდეს” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.