მძღოლს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეუფარდეს
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, დაკავებულ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა. დაშავებული დედაც და შვილიც კლინიკაში გარდაიცვალნენ. The post მძღოლს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →