გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ტრაგედია 13 ივლისს, საღამოს საათებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ქვეითად მიმავალ დედა-შვილს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ხოლო სამ წლამდე ასაკის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად მეორე დღეს დაიღუპა.
ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი, სამართალდამცველებმა შემთხვევის დღესვე დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას 15 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარედგინა, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: „ქართლის ამბები“
სიახლე
გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
MegaTV
გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობსგორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.შეგახსენებთ, ტრაგედია 13 ივლისს, საღამოს საათებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ქვეითად მიმავალ დედა-შვილს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ხოლო სამ წლამდე ასაკის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად მეორე დღეს დაიღუპა.ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი, […]
პირველწყარო →