სიახლე

აბაშის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

GuriaNews

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას საგანგებო გაფრთხილებით მიმართავს – 4 ივლისს მდინარე აბაშის ნაპირზე მყოფმა მოქალაქეებმა, რომლებსაც უცხო ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ, შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს. ​განგაშის საფუძველი ქალაქ აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ძაღლის მოულოდნელი სიკვდილი გახდა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მფლობელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაღუპულ ცხოველს […] The post აბაშის მერია მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას საგანგებო გაფრთხილებით მიმართავს – 4 ივლისს მდინარე აბაშის ნაპირზე მყოფმა მოქალაქეებმა, რომლებსაც უცხო ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ, შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს.

​განგაშის საფუძველი ქალაქ აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ძაღლის მოულოდნელი სიკვდილი გახდა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მფლობელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაღუპულ ცხოველს 4 ივლისს მდინარე აბაშის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ადგილობრივი მცხოვრები შეეხო. ცოფის პრევენციის მიზნით, რაც ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროულ სამედიცინო ჩარევას გულისხმობს, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
​
​„მოქალაქეთა საყურადღებოდ!
​აბაშის მუნიციპალიტეტში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ძაღლის სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.
​მეპატრონის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 4 ივლისს ძაღლი იმყოფებოდა მდინარე აბაშის ნაპირზე, სადაც მასთან შეხება ჰქონდათ იქ მყოფ მოქალაქეებს.
​ცოფის შესაძლო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, იმ პირებს, რომლებსაც 2026 წლის 4 ივლისს მდინარე აბაშის ნაპირზე უცხო ძაღლთან ჰქონდათ ნებისმიერი სახის კონტაქტი, გთხოვთ, დროულად დაუკავშირდეთ აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
​595 80 15 07
​595 80 15 08“,-აღნიშნულია განცადებაში.

The post აბაშის მერია მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი