სიახლე

“სხეულის ნაწილები დანგრეულ შენობაში ყრია”- გამოძიება დაწყებულია

მედიაცენტრი

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის მუხლით სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტროში ადასტურებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას ითვალისწინებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ეყარა. ადგილობრივების თქმით, უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ. The post “სხეულის ნაწილები დანგრეულ შენობაში ყრია”- გამოძიება დაწყებულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი