სიახლე

,,აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს” – მედია

მედიაცენტრი

CNN-ის ცნობით, აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ ევროპაში მდებარე ბაზებიდან დამატებითი F-16 და F-35 ტიპის გამანადგურებლების, აგრეთვე მოსამარაგებელი თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს. დამატებითმა რესურსებმა შესაძლოა გააფართოოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლებლობები მაშინ, როდესაც ის განიხილავს, როგორ იმოქმედოს კონფლიქტში. გასულ კვირას ტრამპმა განიხილა ირანის მთავარი საექსპორტო ჰაბის – ხარკის კუნძულის დაკავების ან ირანული ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესაძლებლობა. თუმცა, ტრამპი მთლიანად არ გამორიცხავს დიპლომატიური გამოსავლის ძიებას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების კარი ღია რჩება. The post ,,აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი