კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა
კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. იგი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა და გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისმა უდიდებულესობამ პრემიერ-მინისტრისა და ხაზინის პირველი ლორდის თანამდებობიდან სერ კირ სტარმერის გადადგომის მოთხოვნა სიამოვნებით მიიღო. სასახლეში ვიზიტამდე სტარმერმა დაუნინგ სტრიტზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ დასახული სამუშაო შესრულებულია და პოსტს ღირსეულად, ღიმილითა და მიღწეული შედეგებით ამაყი ტოვებს. ყოფილი პრემიერის შეფასებით, მისი მმართველობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა უფრო ძლიერია, საჯარო სერვისები აღმავლობის პროცესშია, შემცირდა იმიგრაცია, ბავშვები სიღარიბიდან გამოდიან… The post კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →