სიახლე

“რუხის ხიდზე ჩემი გოგოს უსულო სხეული უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ, ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა” – სამეგრელოში ახალაგაზრდა ქალს გლოვობენ

MegaTV

სამეგრელოში ტრაგიკულად დაღუპულ 35 წლის მალვინა გულუას ემშვიდობებიან. “ბოლო პერიოდში ერთი ფრაზა ამეკვიატა: „ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა.“ რამდენიმე დღის წინ ეს სიტყვებიც დავწერე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასე მწარედ თუ გამიმართლდებოდა. დღეს, როცა რუხის ხიდზე ჩემი გოგოს უსულო სხეული, სამუდამო სასახლეში ჩასვენებული, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ, მივხვდი, რომ ისტორია მართლაც განმეორდა. ზუსტად ამავე ხიდზე, მრავალი წლის წინ, […]

პირველწყარო →
სამეგრელოში ტრაგიკულად დაღუპულ 35 წლის მალვინა გულუას ემშვიდობებიან.
“ბოლო პერიოდში ერთი ფრაზა ამეკვიატა: „ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა.“ რამდენიმე დღის წინ ეს სიტყვებიც დავწერე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასე მწარედ თუ გამიმართლდებოდა.
დღეს, როცა რუხის ხიდზე ჩემი გოგოს უსულო სხეული, სამუდამო სასახლეში ჩასვენებული, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ, მივხვდი, რომ ისტორია მართლაც განმეორდა.
ზუსტად ამავე ხიდზე, მრავალი წლის წინ, ასევე მივაცილებდით ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანებს. მაშინ იმ ტკივილმა არ მომკლა, მაგრამ მომსპო, გამანადგურა და ჩემი ჯანმრთელობა სამუდამოდ შეცვალა.
ამბობენ, „რაც არ გკლავს, გაძლიერებს.“ ალბათ, რაღაც დოზით ასეც არის… მაგრამ არსებობს ტკივილი, რომელიც არ გკლავს, თუმცა შენში რაღაცას სამუდამოდ ცვლის. ის გასწავლის ცხოვრებას მოუშუშებელი ჭრილობით.
დღეს ყველაფერი თავიდან განმიახლდა. ისევ დავემშვიდობე ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს და გულში კიდევ ერთი მოუშუშებელი ჭრილობა დარჩა.
მართლა… ყველაფერი შეიძლება განმეორდეს, სიცოცხლის გარდა”
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე დაგემშვიდობებოდი მალვი😪😪…
მარადიული ნათელი შენს სულს. 🕊️( ჩემო უბოროტო,უკეთილშობილესო და ლამაზო გოგო..)😪😪 ვუსამძიმრებ ოჯახს”

“მალვინა რამდენი რაღაც შემიძლია გავიხსენო😭რამდენი აზრები,ფიქრები,მოგონებები🥹შენ რატო მალვინა ასე 😭როგორ ვილაპარაკო შენზე წარსულში.შენ ჩემი ბავშვობა იყავი არც ერთი მოგონება არ მაქვს ბავშვობის შენს გარეშე.ერთად გავიზარდეთ,ვერ ვიჯერებ რო ეს მართალია🥺არ მინდა დაჯერება😭ნეტა ეს სიზმარი იყოს,შენ არ გვხვდებოდა მალვინა ეს არა😭 მძულს ასეთი უსამართლო სამყარო”

“რატომ ხდება ამდენი უსამართლობა ასეთი ახალგაზრდა როგორ უნდა მიდიოდეს იმ ქვეყნად ღმერთოოო”

“მიჭირს შენზე წარსულში საუბარი ჩემი უწყინარი, გაწონასწორებული და მშვიდი გოგო ჩემი პირველი გამოშვება უფალსებარებოდეს შენი წმინდა და უმანკო სული ) თანავუგრძნობ ოჯახს და თითოეულ კლასელს ამ დიდ ტრაგედიას”


მსგავსი