სიახლე

“თავისუფლების ხმა ციხიდან” – პატიმრების მშობლები ქობულეთში

Alia

“თავისუფლების ხმა ციხიდან” – ამ სახელწოდებით გაზეთები დღეს პროევროპულ აქციაზე დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში დაარიგეს. ეს პატიმრების ოჯახის წევრების რიგით 42-ე გასვლაა რეგიონებში. მშობლები შეხვდნენ ადგილობრივებსაც და მათი ოჯახის წევრების უკანონო პატიმრობის ამბები უამბეს. მშობლები დღეს ურეკში ჩასვლასაც გეგმავენ. “ეს არის ჩვენი 42-ე გასვლა. რომ მოვიაროთ ყველა რეგიონი და მივაწვდინოთ პატიმრების “თავისუფლების ხმა” ხალხს. ყველამ უნდა გაიგოს ჩვენი პატიმრების […] The post “თავისუფლების ხმა ციხიდან” – პატიმრების მშობლები ქობულეთში appeared first on .

პირველწყარო →

“თავისუფლების ხმა ციხიდან” – ამ სახელწოდებით გაზეთები დღეს პროევროპულ აქციაზე დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში დაარიგეს. ეს პატიმრების ოჯახის წევრების რიგით 42-ე გასვლაა რეგიონებში.

მშობლები შეხვდნენ ადგილობრივებსაც და მათი ოჯახის წევრების უკანონო პატიმრობის ამბები უამბეს. მშობლები დღეს ურეკში ჩასვლასაც გეგმავენ.

“ეს არის ჩვენი 42-ე გასვლა. რომ მოვიაროთ ყველა რეგიონი და მივაწვდინოთ პატიმრების “თავისუფლების ხმა” ხალხს. ყველამ უნდა გაიგოს ჩვენი პატიმრების და ქვეყნის სიდუხჭირის შესახებ. არ გავჩერდებით, კიდევ ბევრს ვივლით, რომ თავისუფლება მოვიპოვოთ”, – აცხადებს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია. 

The post “თავისუფლების ხმა ციხიდან” – პატიმრების მშობლები ქობულეთში appeared first on .


მსგავსი