სიახლე

ბათუმში დაჭრილი ბაჩო ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მედიაცენტრი

22 ივლისს, ბათუმში დაჭრილი ბაჩო ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის განმარტებით, პაციენტს გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა ნაწლავები და ჩაუტარდა შესაბამისი ქირურგიული პროცედურები. „პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. გვაქვს ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკური სურათი. ზუსტად ვერ ვიტყვით, როგორ წავა სიტუაცია, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით ვახერხებთ სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციას“, – განაცხადა ექიმმა. დაჭრილის მამის თქმით, შვილს 4-5 ტყვია აქვს მოხვედრილი. მისივე ცნობით, თავდასხმას წინ შელაპარაკება არ უძღოდა, თუმცა წარსულში არსებული უთანხმოების გამო სავარაუდო დამნაშავის ვინაობის შესახებ ეჭვი აქვს, რაც პოლიციისთვისაც ცნობილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის… The post ბათუმში დაჭრილი ბაჩო ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი