როგორ მენანები… სული მეწვის შენი საცოდაობით“ – სამტრედიაში ავარიის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს გლოვობენ
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს ახლობლები და მეგობრები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.
„ჩვენი გიო, ჩვენი სიყვარული, ბავშვობა და ყოველდღიურობა აღარ გვყავს… ![]()
ქუჩის მაცოცხლებელი შეძახილებით, კილომეტრიდან რომ გიცნობდნენ სიარულის მანერით…
ჩვენი ოჩხი, ჩვენი ბონძღი…
ყველასთვის საყვარელი და მოსაფერებელი ზედმეტსახელით ცნობილი.
როგორ მიყვარდა, როცა ყველას ჩამოუვლიდი და რაღაცას შემოგვძახებდი…
იმ გზაზე, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი, რა დაგემართა, გიო?!
როგორ მენანები… სული მეწვის შენი საცოდაობით.
მარადიულ სიყვარულად გვექეცი გივიკოსთან ერთად.
მიყვარხარ!
“,– წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ივლისს, გვიან ღამით, სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. მიღებული დაზიანებების გამო გიორგი ოჩხიკიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
სიახლე
იმ გზაზე, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი, რა დაგემართა – სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ
MegaTV
როგორ მენანები… სული მეწვის შენი საცოდაობით“ – სამტრედიაში ავარიის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს გლოვობენსამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს ახლობლები და მეგობრები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.„ჩვენი გიო, ჩვენი სიყვარული, ბავშვობა და ყოველდღიურობა აღარ გვყავს… ქუჩის მაცოცხლებელი შეძახილებით, კილომეტრიდან რომ გიცნობდნენ სიარულის მანერით…ჩვენი ოჩხი, ჩვენი ბონძღი… ყველასთვის საყვარელი და მოსაფერებელი ზედმეტსახელით ცნობილი.როგორ მიყვარდა, როცა […]
პირველწყარო →