სიახლე

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

მედიაცენტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. ელჩის დაბარება უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიის თავზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას. „ასეთი ქმედებები მიუღებელია და მოკავშირეებთან ერთად სრული სერიოზულობით ვეპყრობით. ამ განმეორებადი დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციის ელჩი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, – აღნიშნავს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ. ცნობისთვის, რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა ქვეყნის ტერიტორიის თავზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ეს უკვე მესამე ინციდენტია ბოლო სამი დღის განმავლობაში. The post რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი