სიახლე

,,მთელი პირენეს ნახევარკუნძული კლიმატური საგანგებო მდგომარეობის შედეგებს მწვავედ განიცდის“-ესპანეთის პრემიერი

მედიაცენტრი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი და მთლიანად პირენეს ნახევარკუნძული კლიმატური საგანგებო მდგომარეობის მძიმე შედეგებს განიცდიან. მადრიდის დასავლეთით ტყის ხანძრების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა სანჩესის თქმით, წინ კვლავ რთული საათებია. მან აღნიშნა, რომ ესპანეთი და პორტუგალია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სხვადასხვა სტიქიურ მოვლენას – ტყის ხანძრებს, შტორმებსა და უხვნალექიანობას აწყდებიან. მადრიდის შემოგარენში ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისს გამოცხადდა, რის შემდეგაც ესპანეთმა ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა. ცეცხლს ებრძვიან საფრანგეთშიც, სადაც ყველაზე კრიტიკული ვითარება სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია, რის გამოც ევროკავშირიდან დამხმარე ძალები პარიზმაც მოითხოვა. The post ,,მთელი პირენეს ნახევარკუნძული კლიმატური საგანგებო მდგომარეობის შედეგებს მწვავედ განიცდის“-ესპანეთის პრემიერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი