სიახლე

მარნეულში გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

მედიაცენტრი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა 26 ივლისის საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას ეხუმრებოდნენ, რის შემდეგაც მას პირის ღრუს არეში გაზის იარაღიდან ესროლეს. დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. არსებული ინფორმაციით, მას პირის ღრუს არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ასევე, დაზიანებული აქვს ყურის აპკები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. The post მარნეულში გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი