სიახლე

სოჭში მომხდარ ავარიას ხუთსულიანი ოჯახი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

სოჭში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი დაიღუპა. ინფორმაციას კრასნოდარის მხარის პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. 26 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, Toyota-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სველ გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას, მართვა დაკარგა და ბეტონის კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 42 წლის მძღოლი, მისი 40 წლის მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი (5, 10 და 13 წლის). ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ სამი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით (საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის სიკვდილი… The post სოჭში მომხდარ ავარიას ხუთსულიანი ოჯახი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი