სიახლე
რუსეთმა ხარკოვიდან პოლტავამდე მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურები სრულად გაანადგურა
მედიაცენტრი
რუსეთმა ხარკოვიდან პოლტავამდე მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურები სრულად გაანადგურა. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატი ალექსანდრ სკორიკი აცხადებს. მისი თქმით, ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ბოლო ბენზინგასამართი სადგური, რომელიც ვალკის დასახლებაში ფუნქციონირებდა, რუსეთმა 26 ივლისს გაანადგურა. საერთო ჯამში, რუსული ძალების იერიშების შედეგად ქვეყნის მასშტაბით მწყობრიდან გამოვიდა 200-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური, მათგან 80 ხარკოვის ოლქში მდებარეობს. თუმცა, დეპუტატის თქმით, საწვავის ბაზარზე კრიზისი არ შეინიშნება. The post რუსეთმა ხარკოვიდან პოლტავამდე მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურები სრულად გაანადგურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.