,,ვაშინგტონში მივემგზავრები ერთი მკაფიო მიზნით – უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს. მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტისას მთავარი განხილვის თემა ირანის საკითხი, ისრაელის უსაფრთხოება და რეგიონში მშვიდობის გაფართოება იქნება. ,,ვაშინგტონში მივემგზავრები ჩვენს მეგობართან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე. ეს ჩემი მერვე შეხვედრაა მასთან მას შემდეგ, რაც იგი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად – იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა საერთაშორისო ლიდერთან. ეს დიდი პრივილეგიაა, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც. პრემიერ-მინისტრად მუშაობის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ რთულ დროში ადამიანმა უნდა იმოქმედოს როგორც დიდი სიმტკიცით, ისე დიდი სიბრძნით. განვიხილავთ დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს, სადაც პირველ ადგილზე ირანია. რა… The post ,,ვაშინგტონში მივემგზავრები ერთი მკაფიო მიზნით – უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება” – ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →