სიახლე
„ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის ნავთობსადენებს დაარტყეს
მედიაცენტრი
„ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთში ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. სამიზნეს ის მილსადენები და ობიექტები წარმოადგენდა, რომლებიც ქვეყანას წითელი ზღვის ნავთობის საექსპორტო ცენტრ იანბუსთან აკავშირებს. „ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენლის, იაჰია სარის განცხადებით, აღნიშნული დარტყმა საპასუხო ნაბიჯია საუდის არაბეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით იემენის საჰაერო სივრცის დარღვევაზე. გასულ კვირას მხარეებს შორის ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა: ურთიერთდარტყმების განხორციელების შემდეგ, იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. The post „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის ნავთობსადენებს დაარტყეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.