,,აშშ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშის მიტანის საშუალებას არ გვაძლევს – ისრაელ კაცი
,,ჩვენ ძალიან გვსურს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა აშშ ამ ეტაპზე იერიშის მიტანის საშუალებას არ გვაძლევს ეკონომიკური და ენერგეტიკული რისკების გამო”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი შიშობს, რომ ასეთმა თავდასხმებმა, შესაძლოა, ირანის მხრიდან მეზობელ ქვეყნებზე საპასუხო იერიშები და ნავთობის გლობალური კრიზისი გამოიწვიოს. „ირანი რეგიონში ყველა ქვეყანას ესხმის თავს, გარდა ერთისა ისრაელის. იციან, რომ ამერიკული გამანადგურებლები და საწვავით მომარაგების თვითმფრინავები აქედან აფრინდებიან ირანზე დარტყმების განსახორციელებლად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. The post ,,აშშ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშის მიტანის საშუალებას არ გვაძლევს – ისრაელ კაცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →