სიახლე

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა

მედიაცენტრი

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, კუმამოტოს პრეფექტურაში, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა. ნაწილობრივ ჩამოინგრა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლიც იყოს. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ჩარჩენილი არიან მოქალაქეები და გამოსვლას ვერ ახერხებენ. როგორც მედია წერს, ტერიტორიაზე გაისმა აფეთქების ხმაც, რასაც ხანძარი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა ჩქაროსნულ მატარებელში, რომელიც მიწისძვრის დროს გადაადგილდებოდა. ასევე დაზიანდა საავტომობილო გზები. The post იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი