,,პუტინს აშკარად არ აქვს რეალისტური წარმოდგენა საკუთარ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე” – სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამინდელი ვითარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას ახდენს. მისი თქმით, შესაძლოა, ამ მოცემულობამ რუსეთის პრეზიდენტს „რაღაც სარისკო ნაბიჯის“ გადადგმისკენ უბიძგოს. „რუსეთის ეკონომიკა უკვე განიცდის ზარალს. რუსებს აღარ შეუძლიათ თავი მოაჩვენონ, თითქოს ეს რაღაც გარე, სპეციალური სამხედრო ოპერაციაა. ავადმყოფი ადამიანი იარაღით, მაინც შეიარაღებული ადამიანია. სწორედ ამიტომ ვხარჯავთ ამდენ ფულს თავდაცვაზე, რათა პუტინი დავარწმუნოთ, რომ პოლონეთთან ნებისმიერი კონფლიქტი მას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე მისი დანაშაულებრივი ომი უკრაინასთან“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ. სიკორსკის განცხადებით, პუტინის შესაძლებლობები იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ყველას ეგონა,… The post ,,პუტინს აშკარად არ აქვს რეალისტური წარმოდგენა საკუთარ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე” – სიკორსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →