სიახლე

ანსამბლ „თამარიონის“ წარმატება ფესტივალ „GOLD STAR – 2026“-ზე

რეგიონალური სიახლეები

25–30 ივლისს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი „GOLD STAR – 2026“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სოფელ თამარისის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“. ანსამბლი ღირსეულად წარდგა ფესტივალის სცენაზე და მონაწილეებს წარმატებული გამოსვლისთვის მედლები და დიპლომები გადაეცათ. ანსამბლს ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი დავით ბაკურაძე.

პირველწყარო →

25–30 ივლისს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი „GOLD STAR – 2026“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სოფელ თამარისის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“.

ანსამბლი ღირსეულად წარდგა ფესტივალის სცენაზე და მონაწილეებს წარმატებული გამოსვლისთვის მედლები და დიპლომები გადაეცათ.

ანსამბლს ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი დავით ბაკურაძე.


მსგავსი