პროკურატურამ ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შეიძინა, ინახავდა და 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები მოქალაქეზე გაასაღა. ასევე ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად ჯგუფურად შეიძინა, შეინახა და მოქალაქეზე გაასაღა დიდი ოდენობით, 19 850 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი… The post პროკურატურამ ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →