რუსეთი ბენზინის ექსპორტის აკრძალვას წლის ბოლომდე ახანგრძლივებს
რუსეთი ბენზინის ექსპორტზე მოქმედ შეზღუდვას წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განუცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აკრძალვა გაფართოვდეს როგორც მწარმოებლებზე, ასევე ნავთობკომპანიებზე. ანუ შეზღუდვა წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – აღნიშნა ნოვაკმა. TASS-ის ცნობით, ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა „ბაზრის აღდგენისთანავე“ მოიხსნება. მანამდე მოქმედი რეგულაციით, აკრძალვის ვადა 31 ივლისს იწურებოდა. ექსპორტის შეზღუდვის გახანგრძლივება უკრაინული დრონების მიერ რუსულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ინტენსიურ იერიშებს უკავშირდება. უკრაინის თავდაცვის ძალები სისტემატურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსა და ტერმინალებს როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე ანექსირებულ ყირიმში. The post რუსეთი ბენზინის ექსპორტის აკრძალვას წლის ბოლომდე ახანგრძლივებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →