სიახლე

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობები გაანადგურეს

მედიაცენტრი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ იარაღის რამდენიმე საწყობს დაარტყეს და გაანადგურეს. ისრაელის სამხედრო უწყების განმარტებით, განადგურებული შეიარაღება ისრაელის ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი, შესაბამისად, იერიში არსებული საფრთხის მოსაშორებლად განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იარაღის ერთ-ერთი საწყობი მეჩეთში იყო განთავსებული, რაც, მათი თქმით, ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სისტემატური ექსპლუატაციის კიდევ ერთი მაგალითია. The post ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობები გაანადგურეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი