რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქები დაბომბა – იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა
რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. იერიშის შედეგად მსხვერპლია დედაქალაქ კიევსა და კრივი-რიჰში, დაზიანებულია საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა ლვოვშიც. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ჩამოვარდნილი ნამსხვრევების გამო რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. მძიმე შედეგები მოჰყვა შეტევას კრივი-რიჰში – ქალაქის გარეუბანში ჭურვი კერძო სახლს მოხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და ოთხი ზრდასრული, ხოლო რვა პირმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ლვოვშიც, სადაც საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. The post რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქები დაბომბა – იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →