სიახლე

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

MegaTV

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს 1 024 954 პირი იღებდა. „2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 10.8%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით […]

პირველწყარო →

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს 1 024 954 პირი იღებდა.

„2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 10.8%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 37.4%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 4.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.3%- ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია კვლევაში.

9 600 ლარზე მეტი ხელფასი ივნისში 33 823 ადამიანს ჰქონდა

უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში 599-ლარამდე ხელფასი 111 ათასს პირს ჰქონდა, იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომელთა ხელფასიც 600-1199 ლარის ფარგლებში მერყეობდა 181 ათასს შეადგენდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში 349 ათასი ადამიანის ხელფასი 1200 ლარიდან 2399 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო 383 ათასი ადამიანის თვიური ანაზღაურება 2400-ლარს აჭარბებდა.

რაც შეეხება 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, PMCG-ის მონაცემებით, ივნისში 33 823 ადამიანმა აიღო.


მსგავსი