სიახლე

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოყო

მედიაცენტრი

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოყო. დაფინანსება თბილისის შემოვლითი გზის 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის (ლოტი 4: თბილისის აეროპორტი–ლოჭინი და ლოტი 5: ლოჭინი-რუსთავი) მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდება. პროექტის მთავარი მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვა, მგზავრობის დროის შემცირება, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და გამონაბოლქვის შემცირება. „საქართველოს მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე მას მნიშვნელოვან პოტენციალს აძლევს, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი. თბილისის შემოვლითი გზა ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამმა. ახალი ინფრასტრუქტურა გააუმჯობესებს სატრანსპორტო ეფექტიანობას CAREC-ის მეორე დერეფნის გასწვრივ, რაც ხელს შეუწყობს… The post აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი