სიახლე

POG: დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

GuriaNews

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 78 000 ლარის ღირებულების 260 ერთეულ წვრილფეხა საქონელს, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მიისაკუთრა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს […] The post POG: დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 78 000 ლარის ღირებულების 260 ერთეულ წვრილფეხა საქონელს, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მიისაკუთრა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

 

 

The post POG: დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი