არასრულწოვანს, რომელმაც ჩხოროწყუში დანით მოზარდი დაჭრა ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ „ნაფიჩხოვოში“, არასრულწლოვანმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, დანით მეორე არასრულწლოვანს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები. „დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის… The post არასრულწოვანს, რომელმაც ჩხოროწყუში დანით მოზარდი დაჭრა ბრალი წარედგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →