,,მზად ვართ, ესპანეთთან შენგენის ზონაც შევაჩეროთ” – ჯორჯია მელონი
სეუტაში განვითარებულ მოვლენებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავში შექმნილი ვითარება ადასტურებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრებისთვის კონკრეტულ საფრთხეს წარმოადგენს. „სეუტიდან გავრცელებული კადრები შოკის მომგვრელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის კონკრეტულ საფრთხეს ქმნის. არალეგალური მიგრაციის საკითხში ჩვენ არცერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ: საზღვრების დაცვა, ადამიანებით მოვაჭრეთა შეჩერება და ეფექტური რეპატრიაციის უზრუნველყოფა ამ მთავრობის ხაზი იქნება“, – აღნიშნა მელონიმ. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოზისთან. მელონის განცხადებით, იტალია მზად არის მიიღოს მკაცრი ზომები, მათ შორის ესპანეთიდან… The post ,,მზად ვართ, ესპანეთთან შენგენის ზონაც შევაჩეროთ” – ჯორჯია მელონი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →