სიახლე

სურამი-ოსიაურის გზაზე ტრაილერი გადავარდა

მედიაცენტრი

სურამი-ოსიაურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დღეს დილით ტრაილერი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ,,ქართლის ამბები” ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. The post სურამი-ოსიაურის გზაზე ტრაილერი გადავარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი