სიახლე

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

მედიაცენტრი

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში. The post ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა – საქსტატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი