სეუტაში 24 საათში 49 000-მდე მიგრანტი შევიდა – დაღუპულია სულ მცირე 18 ადამიანი
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ანკლავ სეუტას ტერიტორიაზე მაროკოდან, ზღვითა და ხმელეთით, სულ მცირე 49 000 მიგრანტი შევიდა. მედიის ცნობით, ესპანეთის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობისას სულ მცირე 18 მიგრანტი დაიღუპა. მსხვერპლის ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი ჭყლეტისას დაიღუპა, როდესაც ტარახალის სანაპიროს დამცავი ნაგებობისა და სასაზღვრო ღობის გადალახვას ცდილობდნენ. მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანმა მაროკოს საზღვარი გაარღვია, ესპანეთმა სეუტაში სამხედრო ძალები განათავსა. მოსალოდნელია, რომ ადგილზე ვითარების გასაცნობად ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩავა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მიგრანტების ასეთი მასშტაბური ნაკადის ერთდროულად გადასვლა სეუტას ტერიტორიაზე. The post სეუტაში 24 საათში 49 000-მდე მიგრანტი შევიდა – დაღუპულია სულ მცირე 18 ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →