60-დან 60 _ გაიცანით გოგონა, რომელმაც ქართულში მაქსიმალური ქულა აიღო
GuriaNews
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, გვანცა ავალიშვილმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური – 60 ქულა მიიღო. მიღებული შედეგით გვანცა ძალიან გახარებულია. ის ამბობს, რომ აბიტურიენტობა და გამოცდები სტრესული იყო, თუმცა, მიღწეულმა შედეგმა ყველაფერი გადაწონა. „წელს აბიტურიენტებს რეფორმები შეგვეხო, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, – ამბობს გვანცა ავალიშვილი, – ბორის სკოლაში, […] The post 60-დან 60 _ გაიცანით გოგონა, რომელმაც ქართულში მაქსიმალური ქულა აიღო appeared first on გურია ნიუსი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, გვანცა ავალიშვილმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური – 60 ქულა მიიღო.
მიღებული შედეგით გვანცა ძალიან გახარებულია. ის ამბობს, რომ აბიტურიენტობა და გამოცდები სტრესული იყო, თუმცა, მიღწეულმა შედეგმა ყველაფერი გადაწონა.
„წელს აბიტურიენტებს რეფორმები შეგვეხო, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, – ამბობს გვანცა ავალიშვილი, – ბორის სკოლაში, 12 წლის განმავლობაში, საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნა მივიღე. ბოლო წელს, ამ ცოდნას, რეპეტიტორების დახმარებით, თავი მოვუყარე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობა მსურს და იმედია, მიზანს მივაღწევ“.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ გვანცას და ყველა აბიტურიენტს., _ ინფორმაციას “ჩემი ხარაგაუული” ავრცელებს.