სიახლე

ტრამპი ზელენსკისთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ არ შეთანხმებულა

მედიაცენტრი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ არ შეთანხმებულა. „რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის, მას სურს Patriot-ების მიღება. მას სურს Tomahawk-ის რაკეტების მიღება, რომლებიც, როგორც იცით, ლეტალურია. მსგავსი შესაძლებლობები არავის აქვს. ეს იარაღი შესანიშნავია. მაგრამ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ვის მივცემთ მისი შექმნის ნებართვას. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ შევთანხმებულვართ. ამის შესახებ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ტექნოლოგიის გადაცემა მარტივი არ არის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კაბინეტის სხდომაზე. მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყნები, რომლებსაც აშშ ტექნოლოგიას გადასცემს, მომავალში ვაშინგტონის მოწინააღმდეგეები გახდნენ. The post ტრამპი ზელენსკისთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ არ შეთანხმებულა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი