მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს
მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ იტალიაში, ქალაქ რომში, VIII საერთაშორისო ხელოვნების კონკურს-ფესტივალში „Festival Bridges in Rome – Stelle di Roma 2026“ მონაწილეობს.
ანსამბლი, ბესარიონ კიპაროიძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ კულტურასა და ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ღირსეულად წარადგენს.