ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ებოლას ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ებოლას აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. 30 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ებოლას 3 605 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 1 587 ინფიცირებული გარდაიცვალა. მიმდინარე აფეთქება ებოლას ბუნდიბუგიოს შტამით არის გამოწვეული. ეპიდაფეთქება 2026 წლის 15 მაისს გამოცხადდა და უკვე გადააჭარბა 2018-2020 წლების ეპიდემიას, რომელიც აქამდე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. მაშინ თითქმის 3 500 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან თითქმის 2 300 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ბუნდიბუგიოს შტამის წინააღმდეგ დამტკიცებული ვაქცინა ან სამკურნალო საშუალება არ არსებობს, თუმცა ვაქცინებზე მუშაობა გაერთიანებულ სამეფოსა და სინგაპურში მიმდინარეობს.… The post ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ებოლას ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →