დააკავეს ადამიანი, რომელიც პენსიონერებისგან მოტყუებით დაეუფლა 48 983 ლარს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. ,,ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. აღნიშნულის თავიდან აცილების საბაბით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ.… The post დააკავეს ადამიანი, რომელიც პენსიონერებისგან მოტყუებით დაეუფლა 48 983 ლარს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →