პაკისტანში პოლიციის განყოფილებასთან აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში პოლიციის შენობის სიახლოვეს მომხდარი სავარაუდო ტერორისტული აქტის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18-ზე მეტი დაშავდა. რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია, რადგან ქვეყნის ხელისუფლება მზარდ ამბოხებებს ებრძვის. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, გარდაცვლილთა შორის ხუთი პოლიციელი და რვა მშვიდობიანი მოქალაქეა, ხოლო მე-14 დაღუპული, სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელი-თვითმკვლელია. ცნობილია, რომ კვირას იმავე ტერიტორიაზე მოსახლეობა პოლიციის მხარდამჭერ აქციას მართავდა, თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, წარმოადგენდა თუ არა სწორედ ეს შეკრება ტერორისტების პირდაპირ სამიზნეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ აიღო. პოლიციამ უკვე დაიწყო მასშტაბური ოპერაცია თავდასხმის შესაძლო თანამზრახველთა გამოსავლენად და დასაკავებლად. The post პაკისტანში პოლიციის განყოფილებასთან აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →