სიახლე

“ეს რა არის ? რატომ არის აქ? ვინმემ გამცეს პასუხი”

GuriaNews

ოზურგეთში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტის წინ ლითონის კონსტრუქციის (ბოძების) მონტაჟმა ადგილობრივებში უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თეა სიხარულიძე გამოეხმაურა: „ეს რა არის? რატომ არის აქ? ვინმემ გამცეს პასუხი… ბენიას ბიუსტის წინ ამხელა ბოძების და ბანერის ჩამოფხატვამ ცოტა არ იყოს გამაოცა! „კუბო-ქოთნებისგან“ ძლივს გათავისუფლდა ეს ბიუსტი და ეს ახალი რა […] The post “ეს რა არის ? რატომ არის აქ? ვინმემ გამცეს პასუხი” appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტის წინ ლითონის კონსტრუქციის (ბოძების) მონტაჟმა ადგილობრივებში უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თეა სიხარულიძე გამოეხმაურა:

„ეს რა არის? რატომ არის აქ? ვინმემ გამცეს პასუხი… ბენიას ბიუსტის წინ ამხელა ბოძების და ბანერის ჩამოფხატვამ ცოტა არ იყოს გამაოცა! „კუბო-ქოთნებისგან“ ძლივს გათავისუფლდა ეს ბიუსტი და ეს ახალი რა აქვს წინ?“ — წერს აქტივისტი.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული ბოძები ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე დღის წინ დაიდგა. არაოფიციალური ცნობებით, კონსტრუქციაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერის განთავსება იგეგმება.

რატომ გახდა საჭირო კონსტრუქციის მაინცდამაინც ბიუსტის წინ განთავსება და არის თუ არა ეს შეთანხმებული ადგილობრივ ხელისუფლებასთან — „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მერიიდან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

The post “ეს რა არის ? რატომ არის აქ? ვინმემ გამცეს პასუხი” appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი