„დოიჩე ველემ“ Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ (DW) Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური აამოქმედა. მაუწყებლის ინფორმაციით, სამსახურის გაფართოება მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც იგეგმება. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“ (DW) ქართული პროგრამის გვერდზე. ჩვენთან გაეცნობით მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, მიიღებთ სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ“, – აღნიშნულია მაუწყებლის ოფიციალურ განცხადებაში. აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ ნაწილია, რომელსაც DW და FMM ხელმძღვანელობენ. ევროკავშირის მხარდაჭერით მოქმედი პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ინიციატივა თავდაპირველად 18-თვიანი ვადით დაფინანსდება. The post „დოიჩე ველემ“ Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →