სიახლე

მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

მედიაცენტრი

„დღეს დილით, მოსკოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონით თავდასხმა მოიგერიეს. ნოვოსიოლსკის სამრეწველო ზონაში დრონით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ყველაზე დიდი საწყობში იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა“, – დაწერა გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა Telegram-ზე. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა. ამასთან, დრონის ნამსხვრევებმა სოფელ სოლნიშკოვოში კერძო სახლი და ავტომობილიც დააზიანა. The post მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი