,,უსაფრთხოების სამსახურმა ძლიერი შედეგები აჩვენა, დღეს ახალი ოპერაციები დავამტკიცე“- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების შესახებ ანგარიში ჩაიბარა და უსაფრთხოების სამსახურის ახალი გეგმები დაამტკიცა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პოკლადმა მას აგვისტოს თვის პრიორიტეტები წარუდგინა. „ჩავიბარე ანგარიში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციების შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძლიერი შედეგები აჩვენა და დღეს ახალი ოპერაციები დავამტკიცე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უწყების შიდა წმენდის აუცილებლობასაც. „ასევე დავამტკიცე შემდგომი ნაბიჯები უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის, რათა სამსახურიდან ამოძირკვონ ის თანამშრომლები, რომლებიც უკრაინის ნაცვლად საკუთარი თავისთვის მუშაობენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. The post ,,უსაფრთხოების სამსახურმა ძლიერი შედეგები აჩვენა, დღეს ახალი ოპერაციები დავამტკიცე“- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →