,,სეუტის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უსაფრთხოების ტესტი იყო” – ევროკომისარი
ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ესპანეთის ქალაქ სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოებისა და ბლოკის მდგრადობისთვის სერიოზული ტესტი აღმოჩნდა. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე წევრმა ქვეყნებმა ესპანეთს სრული სოლიდარობა გამოუცხადეს. ბრუნერის თქმით, ვითარება უკვე კონტროლს ექვემდებარება და მიგრანტების გადაადგილება შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა. ევროკავშირი იზიარებს მადრიდის შეფასებას, რომ კრიზისი ადამიანთა კონტრაბანდისტულმა ქსელებმა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გაამწვავა. ამასთან, საგარეო ქმედებათა სამსახური იძიებს, ერია თუ არა პროცესში რუსეთი, თუმცა ამ ეტაპზე ამის დადასტურება ნაადრევია. ევროკომისარმა კომენტარი გააკეთა იტალიის მიერ ესპანეთთან… The post ,,სეუტის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უსაფრთხოების ტესტი იყო” – ევროკომისარი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →